„საუკუნის ნეიროქირურგი„
პროფ. დოქ. გაზი იაშარგილი
ნეიროქირურგიის
სფეროში მისი წვლილი განუსაზღვრელად დიდი და მნიშვნელოვანია. ამის გამოა, რომ 1999
წელს ამერიკის ნეიროქირურგიულ კონგრესზე „საუკუნის ადამიანის“ (Man Of The Century)
(1950-2000 წწ.)
წოდება მიიღო. ის აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ
ნეიროქირურგად და მიკრო ნეიროქირურგიის ფუძემდებლად.
გაზი იაშარგილი მიუხედავად თავისი ასაკისა (91 წელი), არის იედითეფეს
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის დეკანი, ატარებს ლექციებს, მონაწილეობას იღებს კონფერენციებსა და კონგრესებში, მუშაობს სამეცნიერო პროექტებზე.
ნეიროქირურგიაში
შეტანილი წვლილი:
·
1965-1966 წლებში აშშ-ს ვერმონტის შტატის ბერლინგტონის
საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ლაბორატორიაში მუშაობისას შეისწავლა მიკრო ტექნოლოგიები
და პირველმა აჩვენა, რომ ტვინის სისხლ-ძარღვებზე ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო.
კერძოდ, 1966 წლის დეკემბერში, ძაღლის
ტვინზე ჩაატარა 1-1,5 მმ. და 1-1,3 მმ. დიამეტრის მქონე სისხლ-ძარღვების რეკონსტრუქციული
ოპერაცია (აღადგინა დაზიანებული ნაწილი). 1967 წლიდან კი აღნიშნული მიკრო ტექნოლოგია
ათასობით პაციენტზე გამოიყენა (1967-1993 წლებში ციურიხსა და შვეიცარიაში,
1994-2012 წლებში ლიტლ-როკში/არკანზასი/აშშ).
·
მიკროქირურგიაში გამოსაყენებლად გამოიგონა ადვილად მოძრავი
საოპერაციო მიკროსკოპი, მიკრო ხელსაწყოები, სისხლ-ძარღვის დამჭერები, ხელსაწყოების მაგიდა, სკამი
და ხელის საყრდენი.
·
გარდა ამისა, განავითარა მთელი რიგი მიკროქირურგიული
მეთოდი.
·
საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს, როცა მედიკამენტური მკურნალობა შედეგს
არ იძლევა, დაავადების გამომწვევი 2,5-1,5 სმ. ზომის ცენტრის მიკრო ტექნოლოგიის გზით
ამოკვეთის შედეგად შესაძლებელი გახდა ეპილეფსიური შეტევების შეჩერება და. ა. შ.