მოწინავე მედიცინა

მოწინავე მედიცინა

понедельник, 8 февраля 2016 г.

 2016 წლის 15-24 ივნისი
მე-7 მიკრონეიროქირურგიული სემინარი სტამბოლში

სემინარს საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს და მისი მთავარი მიზანია შეასწავლოს ნეიროქირურგთა ახალ თაობას მიკრონეიროქირურგიის საფუძვლები. კურსში ჩართულ მონაწილეებს საშუალება ეძლევათ  გაიგონ მეტი მიკრონეირუქირურგიის ტექნიკისა და მისი გამოყენების შესახებ ამ მიმართულების დამფუძნებელ პროფ. დოქ. გაზი იაშარგილისგან. გაზი იაშარგილს 1999 წელს ამერიკის ნეიროქირურგიულ კონგრესზე „საუკუნის ადამიანის“ (Man Of The Century) (1950-2000 წწ.) წოდება მიენიჭა. ის აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ნეიროქირურგად და მიკრო ნეიროქირურგიის ფუძემდებლად.
მიკრონეიროქირურგიის კურსი გაიმართება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი „მიკროვასკულური ანასტომოზი“, ტექნიკის დემონსტრირება და პრაქტიკული მუშაობა მიმდინარეობს ვირთხაზე. სემინარის მონაწილეები  მეორე ნაწილში განიხილავენ ადამიანის ტვინს სამგანზომილებიან სისტემაში. სემინარის ეს ნაწილი მიმდინარეობს ცოცხალი ქირურგიის მაგალითზე, სესიების, ლექციებისა და თემატური დისკუსიების თანხლებით.
სემინარს გაუძღვებიან:
პროფ. დოქ. გაზი იაშარგილი
პროფ. დოქ. უღურ თურე

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: